logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"სინგაპურის პრემიერთან აქცენტი გაკეთდა ინვესტიციებისა და ინოვაციების მიმართულებით აუთვისებელ პოტენციალზე" - ირაკლი კობახიძე

"სინგაპურის პრემიერთან აქცენტი გაკეთდა ინვესტიციებისა და ინოვაციების მიმართულებით აუთვისებელ პოტენციალზე" - ირაკლი კობახიძე

1784704900

ჩემთვის დიდი პატივი იყო სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგთან შეხვედრა სინგაპურში ჩემი პირველი ვიზიტის ფარგლებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. 

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას და ორმხრივი კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს.

"საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას.  შეხვედრისას  განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინვესტიციებისა და ინოვაციების მიმართულებით აუთვისებელ პოტენციალზე და ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე," - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

გამოგვყევით