logo
Loading data...

შალვა ხეცურიანი: ყველა "აპელასიონისთვის" ჩამოყალიბებული უნდა იყოს ღვინის შექმნის ენოლოგიური წესები

შალვა ხეცურიანი: ყველა "აპელასიონისთვის" ჩამოყალიბებული უნდა იყოს ღვინის შექმნის ენოლოგიური წესები

1707738120

"სომელიეთა ასოციაციის" თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი ღვინის სფეროში ახალი წესების დამკვიდრების აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას განაცხადა, დაცული წარმოშობის დასახელებების ღვინოები ე.წ. აპელასიონები ( მკვეთრად შემოფარგლული ტერიტორია, რომლის შიგნით უნიკალური ეკოსისტემაა ჩამოყალიბებული და მხოლოდ ვაზის მკაცრად განსაზღვრული ჯიშები მოჰყავთ) ერთნაირი წესით უნდა იწარმოებოდეს. 

მისივე თქმით, რაც უფრო დავუახლოვდებით ევროკავშირს, გვინდა თუ არა, ამ წესებით მუშაობა მოგვიწევს.

"ხვანჭკარა, მუკუზანი, ქინძმარაული და წინანდალი ბრენდები არ არიან. ამ ღვინოებს უნდა ჰქონდეს "აპელასიონის" შინაარსი და არა ბრენდის. ჩვენ როცა ვაწარმოებთ მაგალითად, ღვინო წინანდალს - ყურძენი უნდა იყოს მოკრეფილი მხოლოდ წინანდლის "აპელასიონის" საზღვრებში და აუცილებლად უნდა იყოს ერთნაირი ენოლოგიური წესები წარმოების დროს.

დღეს ამ წესებთან დაკავშირებით, შეიძლება იყოს რაღაც ტიპის კითხვები, ამიტომ არ არის ეს ღვინოები სრული "აპელასიონი". ოღონდ მუკუზანი, წინანდალი და ა.შ. იყოს. თუმცა,  შესაძლებელია სადმე არსებობდეს დარღვევა და მაგალითად, სხვა ზონიდან იყოს ყურძენი. ანუ, ვვარაუდობ, რომ შესაძლებელია სადმე იყოს არა იმ კონკრეტული ზონიდან გამოყენებული ყურძენი, რომელიც მოიცავს "აპელასიონს". თუმცა, იმ ზონიდან რომც იყოს ეს არ არის საკმარისი აპელასიონის დაცვისათვის. საჭიროა, რომ ყველა "აპელასიონისთვის" ჩამოყალიბებული იყოს ღვინის შექმნის ენოლოგიური წესები, რომელსაც ყველა დაიცავს.

არ შეიძლება, რომ ზოგი წინანდალი დავარგებული იყოს უჟანგავ ფოლადში და ზოგი მუხაში. ამ სტანდარტის დამკვიდრება პირველ რიგში ნდობას მოგვიტანს და შემდეგ ბიზნესს გაუმარტივდება საქმე. მხოლოდ ამ წესების დამკვიდრების შემდეგ შევძლებთ საუბარს არა რუსულ ბაზრებზე. ევროკავშირს რაც უფრო დავუახლოვდებით გვინდა თუ არა, მოგვიწევს ამ თამაშის წესებით მუშაობა", - განაცხადა შალვა ხეცურიანმა.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით