logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 45.380 ფერმერმა ₾15.8 მლნ-ის დახმარება უკვე მიიღო

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 45.380 ფერმერმა ₾15.8 მლნ-ის დახმარება უკვე მიიღო

1750317780

მიმდინარე სეზონზე, 45,380  მეთხილე ფერმერს,  31,673 ჰექტარზე თხილის ბაღებში მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგოდ ღონისძიებების გასატარებლად,  15.8 მლნ ლარის ღირებულების აგროქულები დაერიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო  ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში უკვე განაღდებულია  6.2  მლნ ლარზე მეტი.

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგროქულების დარიცხვის პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისი ქულები ეტაპობროვად დაერიცხება ყველა იმ პირს, ვინც აკმაყოფილებს პროგრამის პირობებს და ბაღები რეგისტრირებული აქვს თხილის კადასტრში.

სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებს და დაინტერესებულ მხარეებს შეახსენებს, რომ აგრობარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე:  https://myliberty.ge/?id=agro

სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული  ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 აგვისტო.

გამოგვყევით