logo
Loading data...

"თუ ადრე ძირითადად, ვენახები იყო, ახლა მასიურად წამოვიდა ნუში, კაკალი და სხვა კულტურები" - დედოფლისწყაროს მერი

"თუ ადრე ძირითადად, ვენახები იყო, ახლა მასიურად წამოვიდა ნუში, კაკალი და სხვა კულტურები" - დედოფლისწყაროს მერი

1711630800

დედოფლისწყაროში წლიდან წლამდე იზრდება იმ ფართობების მოცულობა, რომელიც საირიგაციო წყლის სისტემითაა დაფარული - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, ეს გაცილებით ეფექტურს და შემოსავლიანს ხდის საქმიანობას სოფლის მეურნეობაში და ამასთან, ფერმერები ახალ გამოწვევებთან და კლიმატურ პირობებთან ადაპტირდებიან.

„თუკი, ადრე, ძირითადად, ვენახები იყო, ახლა მასიურად წამოვიდა ნუში, კაკალი და ისეთი კულტურები, რომელიც ავთენტური იყო ჩვენი ტერიტორიისთვის, თუმცა, ბოლო ათწლეულების მანძილზე დავიწყებულ იქნა. თანამედროვე მიდგომებმა და ახალი სარწყავი სისტემების გაკეთებამ, სწავლებებმა, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს, ეს შედეგები გამოიღო - კულტურებიც იცვლება და ისეთ კულტურებზე გადავდივართ, რომელიც თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს და მდგრადია გაუდაბნოების პროცესებთან“ - აცხადებს ნიკოლოზ ჯანიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.

მისივე თქმით, დედოფლისწყარო ყველაზე დიდი აგრარული მუნიციპალიტეტია და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში 6 ათას ჰექტრამდე ტერიტორიაზე საირიგაციო სისტემა მოეწყო, მაინც ბევრი არის გასაკეთებელი.

„მიზანია, რომ უფრო მეტი ფერმერი დაკმაყოფილდეს სარწყავი წყლით და უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ წყლის რესურსი, რათა მაქსიმალური ეკონომიკური სარგებელი მივიღოთ და ბუნებაზე ზემოქმედებაც არ იყო სავალალო“ - ამბობს ნიკოლოზ ჯანიაშვილი.

USAID-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წყლის მართვის პროგრამამ და „მერების შეთანხმების“ აღმოსავლეთის ოფისმა მუნიციპალიტეტების მერებს უმასპინძლა. შეხვედრაზე წყლის რესურსების უსაფრთხოება, მდგრადი მართვა და წყალთან დაკავშირებული კლიმატის ცვლილების ადაპტაციის პროცესი განიხილეს.

ეკა გაზდელიანი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით