logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

1785481158

იმერეთის რეგიონში,  ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

ტყესთან დაკავშირებული  სერვისების მიღების გამარტივების მიზნით,  ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყო.

შესაბამისი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სატყეო სამსახურების გაძლიერების მიზნით, დამატებით აშენდა ახალი ადმინისტრაციული შენობები, რაც ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შეუფერხებლად ისარგებლონ სატყეო სააგენტოს სერვისებით. სააგენტოს  ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება სატყეო რეფორმის  ერთ-ერთი  პრიორიტეტული მიმართულებაა“, -  აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, გიორგი მიქელაძემ.

ახალი ადმინისტრაციული  შენობები აშენდა ონში, ამბროლაურსა და ცაგერში. ხოლო, სამშენებლო-სარემონტო  სამუშაოები დასრულებულია ლენტეხში,  ასპინძაში, დუშეთში, საჩხერესა და  ზესტაფონში.

რაც  შესაძლებლობას მისცემს როგორც  ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, კერძო სექტორს, საჭირო ინფორმაცია და მომსახურება ადგილზე მიიღონ.

გამოგვყევით