კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერიების თანადაფინანსებით, შიდა ქართლის რეგიონის ინოვაციების ბანაკი TechSkills Bootcamp 2024 ჩატარდა.
ხუთდღიანი ბანაკი ბაკურიანში გაიმართა, რომელიც მოიცავდა Web/Mobile Development - ის მიმართულებით ინტენსიურ ტრენინგ კურსებსა და ვორქშოფებს და მიზნად ისახავდა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების Web და Mobile Development ტექნოლოგიებით დაინტერესებას.
ბანაკში მონაწილეობა მიიღეს 15-19 წლის ახალგაზრდებმა შიდა ქართლის რეგიონიდან. მონაწილეები ბანაკის მიმდინარეობისას მუშაობდნენ დასახული პრობლემის მოგვარების ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემუშავებაზე. ამავდროულად, მათ გაიარეს ტრენინგები Web/Mobile Development მიმართულებით. ბანაკის მონაწილეებთან მუშაობდნენ მენტორები, მოწვეული ტრენერები და გუნდის ლიდერები. დემო დღეზე მონაწილეებმა საკუთარი იდეების პრეზენტაციები წარადგინეს. საუკეთესო ორ იდეას გადაეცა თემატური პრიზები ბანაკის სპონსორი კომპანიისგან „ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯია“.
პროექტის განმახორციელებელია შპს ქლევერტონი.