logo
Loading data...

"ყოველ წელს 160 სტარტაპს მივცემთ შესაძლებლობას, მაღალი დონის გადამზადება გაიაროს" - ავთანდილ კასრაძე

"ყოველ წელს 160 სტარტაპს მივცემთ შესაძლებლობას, მაღალი დონის გადამზადება გაიაროს" - ავთანდილ კასრაძე

1710839820

ყოველი წლის განმავლობაში ჩვენ 160 სტარტაპს მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოში მაღალი დონის ინკუბაცია გაიაროს, რაც გულისხმობს პირველად იდეის დონეზე მყოფ სტარტაპერებისთვისაც მნიშვნელოვანი „მენტორშიფის“, „ქოუჩინგის“, ტრენინგების მიცემის შესაძლებლობას იმისთვის, რომ სწორად მიმართონ პირველი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მთავარი არამარტო სტარტაპების რაოდენობის გაზრდაა, არამედ ხარისხის გაუმჯობესება.

GITA 2.0-ის ფარგლებში განსაკუთრებით გავაგრძელებთ სტარტაპების მხარდაჭერას, ოღონდ მთლიანად იცვლება პროცესი, რაც დღეს აქამდე გვქონდა. სრულიად დეცენტრალიზებული იქნება ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამა.

განხორციელდება სრულმასშტაბიანი ინკუბაციის პროექტი, რომელიც მოიცავს სტარტაპების ინკუბაციის 12 თვიან პროგრამას 3 ეტაპად:  Founder Market Fit - პროგრამის პირველ ეტაპზე შეირჩევა 40 სტარტაპი და  ორი თვის განმავლობაში დამფუძნებლები გაივლიან აქტიურ ქოუჩინგს და მენტორინგს. MVP - ეტაპი მოიცავს ოთხთვიან მენტორიგს მინიმალური ღირებულების პროდუქციის შექმნის, ბაზარზე ტესტირებისა და კლინტებთან ურთიერთობის დამყარების პროცესში და ასევე 50,000 ლარის ოდენობის გრანტს MVP-ს შექმნისთვის საჭირო ხარჯების გასაწევად. აღნიშნულ ეტაპზე გადავა 20-მდე სტარტაპი. Market Entry - ეტაპი მოიცავს ექვსთვიან მენტორინგს ე.წ. Traction-ის მისაღწევად და გრანტს 150,000 ლარის ოდენობით. 

ინკუბაციის პროგრამას განახორციელებს 4 საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ინკუბატორი, რომელიც შეირჩევა GITA-ს მიერ. პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ინკუბაციაში ჩაერთვება ჯამურად 160 სტარტაპი. 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი. საგრანტო დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 38 მილიონი ლარი, შედეგად კი დაფინანსებულმა სტარტაპებმა ნახევარი მილიარდი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს და შექმნეს 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი“, - განაცხადა კასრაძემ.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით