logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

Comcom-ის "მედიასკოლის სტუდიამ" ჟურნალისტიკის სწავლების 4 თვიან კურსზე მიღება დაიწყო

Comcom-ის "მედიასკოლის სტუდიამ" ჟურნალისტიკის სწავლების 4 თვიან კურსზე მიღება დაიწყო

1793094677

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის „მედიასკოლის სტუდიამ“ პრაქტიკულ 4-თვიან კურსზე მეხუთე ნაკადის მიღება დაიწყო. შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, ჟურნალისტიკით დაინტერესებული 14  სტუდენტი შეირჩევა, რომელთაც ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, პროფესიონალი

მენტორების დახმარებით, სრულიად უფასოდ დაეუფლონ ჟურნალისტიკისთვის ყველა საჭირო ცოდნასა და უნარს, დაიწყონ კარიერა და დასაქმდნენ მედია სფეროში. 

II-IV კურსის სტუდენტებმა და ბაკალავრებმა, ვისაც აქვს სურვილი ჟურნალისტის პროფესიას სრულიად უფასოდ დაეუფლონ, რეგისტრაცია 10 ნოემბრის ჩათვლით უნდა გაიარონ.

ინტენსიური კურსის ეფექტიანად წარმართვისთვის, „მედიასკოლის სტუდია“ ყველა საჭირო ინვენტარითა თუ ტექნიკით  არის აღჭურვილი. ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიის“ სტუდენტები, სპეციალურად მათთვის შექმნილ ნიუსრუმში დაეუფლებიან საინფორმაციო გამოშვების, სიუჟეტებისა და პოდკასტების

მომზადებას; ოპერატორის ხელოვნებას;  მეტყველებასა და სატელევიზიო უნარ-ჩვევებს; ახალი ამბების მომზადებას ტელევიზიასა და ონლაინ პლატფორმებისთვის; ასევე, აუდიო მონტაჟს და ხმის რეჟისურას; არასაინფორმაციო სატელევიზიო სიუჟეტებისა და გადაცემების მომზადებას; ტელემონტაჟს;

ინტერვიუს მომზადებას; პროდიუსირებასა და წაყვანას. კურსის დასრულების შემდგომ, მონაწილეები მაღალი ხარისხის მედია პროდუქტის შექმნას დამოუკიდებლად შეძლებენ. 

საგულისხმოა, რომ „მედიასკოლის სტუდიის“ კურსდამთავრებულთა 85% სხვადასხვა მედია ორგანიზაციაში უკვე დასაქმდა. წარმატებულ კურსდამთავრებულებს  მედიასკოლა შესაბამის სერტიფიკატებს გადასცემს და პოტენციურ დამსაქმებლებთან რეკომენდაციას გაუწევს. 

„მედიასკოლის სტუდიის“ კურსზე მოსახვედრად კანდიდატებმა სამეტაპიანი შესარჩევი კონკურსი უნდა გაიარონ, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო კანდიდატები წერითი ტესტირებითა და ზეპირი გასაუბრებით  შეირჩევიან. 

რეგისტრაციის ბმული:

გამოგვყევით