logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

ComCom-ის თავმჯდომარე მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორებს შეხვდა

ComCom-ის თავმჯდომარე მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორებს შეხვდა

1776666156

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ მცირე და საშუალო კომპანიებს შეხვდა და ტელეკომ ბაზარზე არსებული გარემო განიხილა. შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად იყო განხილული ის საკითხები, რომლებიც სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაჯანსაღებისთვისაა საჭირო. საუბარი შეეხო, მათ შორის, ფიქსირებული ინფრასტრუქტურის გამოყენებისა და დაშვების, მომსახურების ფასების, ურთიერთჩართვის წერტილების, გლობალური ინტერნეტისა და მომსახურების სიჩქარეებისა თუ ხარისხის თემებს.

მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების წარმომადგენლებმა კომისიის თავმჯდომარეს მიაწოდეს ინფორმაცია იმ გამოწვევებისა და ბარიერების შესახებ, რომლებსაც საქმიანობის პროცესში აწყდებიან. გოგა გულორდავამ რეგიონულ კომპანიებს კომისიის ხედვა გააცნო და უფრო ეფექტიანი ერთობლივი საქმიანობისთვის, ბიზნესის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

„მცირე და საშუალო ოპერატორები უმნიშვნელოვანესი რგოლია ტელეკომ სექტორში. მოხარული ვარ, რომ შევთანხმდით მჭიდრო თანამშრომლობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების აქტიური ჩართულობა და ეფექტიანი საქმიანობა არის საჭირო იმისთვის, რომ ტელეკომ ბაზარი იყოს კონკურენტული და მომხმარებელმა შეძლოს მრავალფეროვანი და ხარისხიანი მომსახურების მიღება.“ - განაცხადა გოგა გულორდავამ.

შეხვედრის ბოლოს, კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით, მხარეები სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც ტელეკომ სექტორში კონკურენციის გაჯანსაღების მიმართულებით ერთობლივად იმუშავებს.

გამოგვყევით