კომპანია "მაგთი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"მომხმარებელთა საყურადღებოდ!გლობალურ ინტერნეტ ქსელზე შექმნილი პრობლემის გამო, მაგთიკომის აბონენტების ნაწილს ინტერნეტთან წვდომა გარკვეული დროით შეეზღუდა. ტექნიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს და ამ მომენტისთვის პრობლემა აღმოფხვრილია. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,"-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.