Richtech Robotics-ის მიერ შექმნილი რობოტი ADAM ბარისტას ფუნქციებს ასრულებს.
ორხელიან რობოტს შეუძლია მომხმარებლებთან ურთიერთობა, შეკვეთების მიღება და ნებისმიერი სასმელის დამზადება, თანაც, ის არასოდეს იღლება.
„მართალია, ბარისტა რობოტია, მაგრამ მას ნამდვილად შეუძლია ბევრი სხვადასხვა სასმელის დამზადება - ჩაი, ყავა, ყინულის ლატე, ცივი ჩაი თუ ვისკის შოტები და კოქტეილები. შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ავსებს ყინულს, რეცხავს ჭიქებს, იღებს რძეს, შემდეგ ადუღებს ყავას და შემდეგ ქაფს ასხამს თხილის ლატეზე" - აცხადებს Richtech Robotics-ის ოპერაციული დირექტორი ფილ ჟენგი CES 2024-ის გამოფენაზე, სადაც მან ADAM ყავის დასამზადებლად წარადგინა.
გარდა ყავისა და სასმლის მომზადებისა, ADAM-ს საჭმლის მომზადებაც შეუძლია. ამისთვის ADAM იყენებს რობოტულ იარაღს - ხელოვნური ინტელექტის, კამერების და სახის ამოცნობის პროგრამულ კომბინაციას.
იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც პერსონალის ნაკლებობას განიცდიან, ADAM შეიძლება, კარგი გამოსავალი აღმოჩნდეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ერთი რობოტის ღირებულება 180,000 აშშ დოლარია.