logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

"RS.GE-ს ციფრული ასისტენტის მომხმარებელთა რაოდენობამ 13 000-ს გადააჭარბა" - მარიამ ბოკუჩავა

შემოსავლების სამსახურის ციფრული ასისტენტი - RS ბოტი 2024 წლის 1-ელ აპრილს დაინერგა და მომხმარებელთა რაოდენობამ უკვე 13 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მთავარმა ოფიცერმა მარიამ ბოკუჩავამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ არხებში მომხმარებლების მომართვიანობა მზარდია.

"rs ბოტი, ანუ ციფრული ასისტენტი ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს და ის 24/7-ზე გვთავაზობს ინფორმაციის მიღებას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. მალე ის განვითარდება და უფრო ჭკვიანი გახდება. ჩათის პროგრამაში ასევე, ინტეგრირებული გვაქვს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური facebook გვერდის messenger-ი.

აღსანიშნავია, რომ წარმატებით დაინერგა პროცესები და ყოველდღიურად იზრდება მომართვიანობა. 2024 წლის ჯამური მონაცემებით, უშუალოდ ჩათის მეშვეობით 45 000-მა მომხმარებელმა მიიღო კონსულტაცია, ხოლო გარდა ამისა, ყოველდღიურად ჩათის მომართვიანობა არის 500", - აცხადებს მარიამ ბოკუჩავა.

გამოგვყევით