logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

"საქართველო ICT ეკონომიკის თვალსაზრისით დინამიური და სწრაფად მზარდი ქვეყანაა" - სტივენ კინგი

საქართველო საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) ეკონომიკის თვალსაზრისით დინამიური და სწრაფად მზარდი ქვეყანაა, - ამის შესახებ კემბრიჯის უნივერსიტეტის პრესისა და შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტივენ კინგმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს, ICT-ის ინდუსტრიის ზრდის თვალსაზრისით, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს არა მარტო დედაქალაქში, არამედ რეგიონებში.

"კემბრიჯის უნივერსიტეტის პრესისა და შეფასების დეპარტამენტს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს კომპიუტერულ მეცნიერებაში, ICT სფეროში და ტექნოლოგიებში. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. მე ვესაუბრე განათლების სამინისტროს, ასევე საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებს იმ წვლილთან დაკავშირებით, რომელიც შეგვიძლია განვახორციელოთ ქართველი ახალგაზრდებისთვის სასწავლო მასალების თვალსაზრისით და ICT-ის უნარების და კომპეტენციების შეფასებით. ასევე, მასწავლებელთა მომზადების ჭრილში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს შეუძლია ხელი ჩასჭიდოს ამ შესაძლებლობას და ერთად ვიმუშაოთ და წინ ვიაროთ", - აცხადებს სტივენ კინგი.

გამოგვყევით