logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

"სატარიფო ცვლილება კომპანიის სამომავლო გეგმებით და განვითარების სტრატეგიით არის განპირობებული" - "მაგთი"

ნებისმიერი სატარიფო ცვლილება ეფუძნება მრავალ ფაქტორს, თუმცა ძირითადად განპირობებულია კომპანიის სამომავლო გეგმებით და განვითარების სტრატეგიით, - აღნიშნულის შესახებ კომპანია "მაგთიში" ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მომსახურების გაძვირებასთან დაკავშირებით "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადეს.

კომპანიის განმარტებით, სატელეკომუნიკაციო სფეროში ტარიფების გადახედვა პერიოდულად ხორციელდება.

"სატელეკომუნიკაციო სფეროში ტარიფები არ არის სტატიკური და პერიოდულად ხორციელდება მისი გადახედვა. მაგალითად: გასულ კვირას მაგთიკომმა მომხმარებლებს შესთავაზა მნიშვნელოვნად გაიაფებული როუმინგის ინტერნეტპაკეტები. მომხმარებლებს უკვე საშუალება აქვთ 9 ლარიდან შეიძინონ მათთვის სასურველი როუმერის ინტერნეტპაკეტი", - აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, "მაგთი" 1-ელი აგვისტოდან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მომსახურების ტარიფებს ზრდის. ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ სახლის ფიქსირებული ინტერნეტით ან ინტერნეტი + IPTV მომსახურებით და გააქტიურებული აქვთ 50 მბ/წმ სიჩქარის პაკეტი.

გამოგვყევით