4 ქვეყანაში ოპერირება, 200-ზე მეტი აქტიური მერჩანტი, თვეში 100 მილიონზე მეტი ბრუნვა, დღეში 100 000 მეტი ტრანზაქცია - ასეთია თიბისი ჯგუფის წევრი ფინტექ კომპანიის შედეგები ზუსტად 1 წელიწადში.
1 წლის განმავლობაში, Flitt-მა ონლაინბიზნესებს შესთავაზა პროდუქტები და ფუნქციონალები, რაც მანამდე საქართველოში რთულად ან საერთოდ არ იყო ხელმისაწვდომი. ასევე, ეროვნული ბანკისგან მიიღო ღია ბანკინგის ლიცენზია, გახდა პირველი ფინტექ კომპანია საქართველოში, რომელსაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი და Mastercard-ის NEP პროგრამის ლიცენზია აქვს.
Flitt-ის გუნდის ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალები ნერგავენ უახლეს სტანდარტებს ონლაინგადახდების მიმართულებით. ფინტექ კომპანიის მისიაა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ბიზნესებისთვის შექმნას რეალურად მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები, რომლებიც გაუმარტივებთ ყოველდღიურ საქმიანობას და სწრაფად განვითარებაში დაეხმარებათ.
ონლაინგადახდების პლატფორმა ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას- მხოლოდ ერთ სივრცეში, ერთი მარტივი ინტეგრაციითა და პროვაიდერით, მიიღონ და მართონ გადახდები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ასევე, ჰქონდეთ წვდომა დეტალურ ანალიტიკასა და რეპორტინგზე, რაც საბოლოოდ ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებათ.
Flitt-ის ძირითადი უპირატესობები:
- მარტივი- მარტივად ინტეგრირებადი API და მზა SDK ნაკრებები, 24/7-ზე ტექნიკური მხარდაჭერა და სატესტო გარემო;
- მოქნილი- გადახდის მრავალფეროვანი მეთოდები ერთ ინტეგრაციაში: ბარათით გადახდა, Apple Pay-ით და Google Pay-ით გადამისამართების გარეშე გადახდა, სხვა გადახდების მეთოდებთან შედარებით ნაკლები საკომისიოთი- საბანკო ანგარიშიდან გადახდა, ბმულით გადახდა, განაწილება და განვადების სხვა მეთოდები.
- უსაფრთხო- Flitt შეესაბამება უსაფრთხოების PCI DSS პირველი ხარისხის სტანდარტებს. გარდა ამისა, ტრანზაქციები შემოწმებას თაღლითობის საწინააღმდეგო სისტემაში გადიან.
" Flitt 1 წლის წინ, ელკომერციის სწრაფად განვითარებადი ტემპიდან გამომდინარე შეიქმნა. ჩვენ გვინდოდა ბიზნესებისთვის კიდევ უფრო მოქნილი, მარტივი, ტექნოლოგიურად მოწინავე და მრავალფუნქციური პლატფორმა შეგვეთავაზებინა, რომელიც მათ სწრაფ განვითარებაში, მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებასა და შემოსავლის ზრდაში დაეხმარებოდათ. უკვე 1 წელიწადში კი, ამ პლატფორმით 4 ქვეყანაში რეგისტრირებულ, 200-ზე მეტ ბიზნესს ვუმარტივებთ ონლაინბიზნესის მართვას, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. რაც მთავარია, ჩვენი ფინანსური სერვისები სიმარტივისა და მოქნილობის გარდა, არის უსაფრთხო და სანდო”, - გიორგი ქუთათელაძე, Flitt-ის