Galt & Taggart-ი 2026 წელს ტურიზმის შემოსავლების 5.0 მლრდ აშშ დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის კვლევაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა მოსალოდნელ (4.9 მლრდ აშშ დოლარი) შედეგთან შედარებით გაზრდილია.
"სებ-ის შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 9.2%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა 2025 წლის მე-4 კვარტალში. ჯამურად, 2025 წელს ტურიზმის შემოსავლები 4.7 მლრდ აშშ დოლარს (+6.0% წ/წ) გაუტოლდა, რაც მცირედით აღემატება ჩვენს წინასწარ შეფასებას,"-ნათქვამია Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.