logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

აბუ-დაბიში საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ - GNTA

აბუ-დაბიში საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ - GNTA

1742537376

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  საკონვენციო და საგამოფენო ბიურო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესზე წარდგა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (GNTA)  ავრცელებს. 

რიგით მე-13 კონგრესზე საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც  არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ომანის, ბაჰრეინის, ქუვეითის, კატარისა და სხვა ქვეყნების კომპანიები გაეცნენ.

კონგრესის ფარგლებში, საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრებმა 30-მდე შეხვედრა  გამართეს პოტენციურ დამკვეთებთან საქართველოში მსხვილი ღონისძიებების, კონგრესებისა და კონფერენციების ჩატარების მიზნით.

გამოგვყევით