რაჭაში, სოფელ თლუღში მდებარე კოტეჯები "კიდობანას" დამფუძნებლი, დავით გვენცაძე "ბიზნესპარტნიორთან" ზაფხულის ტენდენციებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ცხელ დღეებში ადგილზე ბატუტის, ბავშვების გასართობი სივრცის, ფრენბურთის სათამაშო ადგილისა და აუზის არსებობა მომხმარებლების რაოდენობაზე დადებითად აისახება.
დავით გვენცაძემ წინასწარი ჯავშნების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ წინასწარი ჯავშნები აქვთ - კერძოდ, ივლისის თვის 30% და აგვისტოს თვის 80% უკვე დაკავებულია.
"პირველ რიგში, ჩვენი კოტეჯები შაორის მიმდებარედ, წიწვოვანი ხეების შუაგულში მდებარეობს. შესაბამისად, გარემო პოტენციური დამსვენებლებისთვის ძალიან მიმზიდველია. ამჟამად, კოტეჯებში 20 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ვიზიტორები ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა - 70%, ხოლო მცირე ნაწილი - 30% უცხოელებზე მოდის. მინდა ხაზი სხვა ასპექტებსაც გავუსვა, ადგილზე აუზი, ბატუტი, ბავშვების გასართობი სივრცე, ფანჩატური, ფრენბურთის სათამაშო ადგილიც არის. ადგილზე აუზის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ზაფხულში მომხმარებლები პირველადი კომუნიკაციის დროს, აუზის საკითხს განიხილავენ, შესაბამისად, მალე უფრო დიდი ტევადობის აუზიც გვექნება, ამჟამად, გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს. ვზრუნავთ, რომ ადგილზე მოსულმა სტუმარმა თავი კომფორტულად იგრძნოს. სხვადასხვა, გასართობი სივრცეების არსებობა სტუმრების აქტიურობაზე დადებითად აისახება - ეს ყველაფერი, ცხადია, მოქმედებს. ეზო დიდია და ბევრი გასართობი სივრცე გვაქვს, რასაც მომხმარებელი ჩვენთან ჩამოსვლის დროს დიდ ყურადღებას აქცევს. ახლოსაა, ფაქტობრივად გვერდზე "კოდობანას" მღვიმე გვაქვს, რომელიც მოსაწესრიგებელი გახლდათ და მაგალითად, განათება ჩემივე სახსრებით გავაკეთე", - აცხადებს დავით გვენცაძე.
"კიდობანას" დამფუძნებლის თქმით, წინა წლის პერიოდთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა გაზრდილია.
"მოგეხსენებათ, შოვის ტრაგედია, რომ იყო ბიზნესზე, უარყოფითად აისახა. ხალხი რაჭაში დასვენებისგან თავს იკავებდა. აღნიშნული პრობლემა ყველასთვის მტკივნეული გახლდათ, კერძოდ, ჩემს ირგვლივ ნებისმიერი ბიზნესი ხაზს უსვამდა, რომ შოვის ტრაგედიის შემდეგ უარყოფითი ტენდენცია ჰქონდა. საბედნიეროდ, ახლა დადებით ნიშნულზე ვართ. დიდი იმედი მაქვს, რომ დატვირთული სეზონი გვექნება", - აღნიშნავს კოტეჯების დამფუძნებელი.
შეგახსენებთ, რომ დავით გვენცაძემ "ბიზნესპარტნიორთან" ხაზი გაუსვა, რომ რაჭაში მდებარე კოტეჯები "კიდობანა" ფართოვდება.
ცნობისთვის, რაჭაში, სოფელ თლუღში მდებარე კოტეჯები "კიდობანა" ადგილობრივ ბაზარზე მეექვსე სეზონია ოპერირებს.