სასტუმრო Best Western Plus Batumi კამპანიის “გამარჯვების ადგილიდან ყველაზე ახლოს” ფარგლებში, სტუმრებს საქართველო-უკრაინის მატჩის პერიოდში სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს.
როგორც სასტუმროს გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი ნანუკა გორგილაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Best Western Plus Batumi-ი „აჭარაბეთ არენიდან” ფეხით, 5 წუთის სავალზეა.
„16 ნოემბერს საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩია და ბოლო პერიოდში ჩვენი ნაკრების წარმატების შემდეგ ფეხბურთი უფრო და უფრო აქტუალური გახდა. შესაბამისად, ფეხბურთის მაყურებელთა რიცხვიც გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სასტუმრო „აჭარაბეთ არენიდან” ფეხით, 5 წუთის სავალზეა, გადავწყვიტეთ ჩვენი სტუმრებისთვის სპეციალური შეთავაზება გაგვეკეთებინა. ეს გულისხმობს იმას, რომ 15 ნოემბრიდან 17 ნოემბრამდე ჩვენი სტუმრები სასტუმროში სპეციალური ფასით ისარგებლებენ. გვინდა, რომ ამ საერთო დღესასწაულს, რაც ჩვენი ეროვნული ნაკრების მატჩებს მოაქვს, შევუერთდეთ.
სასტუმროს სპეციალური შეთავაზების კამპანია მატჩის ბილეთების გაყიდვის დაწყებისთანავე გავააქტიურეთ. ნომრები უკვე დაჯავშნილია, თუმცა გარკვეული ნაწილი თავისუფალია და შესაბამისად, შეგვიძლია სტუმრებს კიდევ ვუმასპინძლოთ.
ჩვენი გუნდის საგულშემატკივროთ მთელი საქართველოდან ჩამოდის ხალხი და ეს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა. ჯავშნები გვაქვს უკრაინიდანაც, თუმცა ინტერესი ადგილობრივებისგანაა. ბათუმის ტურისტული მიმართულების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი მატჩები და ტურნირები ჩატარდეს, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე“, - აცხადებს ნანუკა გორგილაძე.
მისივე ინფორმაციით, ბათუმში ტურისტების რაოდენობა ზაფხულთან შედარებით შემცირებულია, თუმცა სასტუმრო ახალი წლის პერიოდში 100%-იან დატვირთულობას ელოდება.
დაინტერესებული პირები ნომრის დაჯავშნისა და სხვა დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სასტუმროს - Facebook გვერდის, ელ.ფოსტის - Sales@bwplusbatumi.ge მეშვეობით, ან დარეკოთ ნომერზე: +995 577 65 51 33.
ცნობისთვის, Best Western Plus Batumi მიმდინარე წლის აპრილში გაიხსნა. სასტუმრო მოიცავს 148 ოთახს და მაღალი ხარისხის სერვისებს, მათ შორის, ფიტნესს და სპას, რესტორანს, ლაუნჯის, დიდი და მცირე ზომის სამ საკონფერენციო დარბაზს, დახურულ აუზს, სატრენაჟორო დარბაზს, საუნებს, მასაჟის ოთახებს და სხვა.
რაც შეეხება საქართველო-უკრაინის მატჩს - უეფა-ს ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის მეხუთე შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ 16 ნოემბერს „აჭარაბეთ არენაზე” გამართავს. თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი სულ რაღაც ორ საათში გაიყიდა.