logo
Loading data...

"ჩვენი უცხოელი სტუმრების დაახლოებით 70% საქმიანი ვიზიტითაა ჩამოსული" - სასტუმრო "ლეთო"

"ჩვენი უცხოელი სტუმრების დაახლოებით 70% საქმიანი ვიზიტითაა ჩამოსული" - სასტუმრო "ლეთო"

1715151076

ზუგდიდის ცენტრში მდებარე 5 ვარსკვლავიანი ბუტიკ სასტუმრო "ლეთო" ზაფხულის სეზონს სიახლეებით ხვდება.

როგორც სასტუმროს გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერმა ნათია ზარანდიამ "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, "ლეთომ" კაფე და 200 კაცზე გათვლილი რესტორანი დაამატა, რომელიც ყოველ დღე მუშაობს.

მისივე ინფორმაციით, "ლეთო" ზაფხულის სეზონზე 100%-იან დატვირთულობას ელოდება.

"ამ ეტაზე სასტუმრო 70%-ით არის დატვირთული.  გასული წლის  ზაფხულის სეზონი 100%-ით დატვირთული იყო. რაც შეეხება ამ წლის ზაფხულის სეზონს -  ჯავშნებს უკვე ვიღებთ (30%-ი უკვე დარეზერვებულია).  რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ სრული დატვირთვა გვექნება.

ჯავშნები ძირითადად ტურისტული კომპანიებისგან შემოდის. ველოდებით, რომ შარშანდელზე უკეთესი სეზონი გვექნება, ვინაიდან ჩვენი სასტუმრო არის ბიზნესტიპის, ამიტომ ჩვენი უცხოელი ვიზიტორების დაახლოებით, 70% საქმიანი ვიზიტით ჩამოსული სტუმარია, ხოლო დანარჩენი -  ტურისტი.

წინა წელთან შედარებით სასტუმროში სხვადასხვა სერვისი დავამატეთ, მათ შორის, გავხსენით კაფე და რესტორანი. ფასები იგივე დავტოვეთ და ვცდილობთ, მომხმარებლებს ბევრი სიახლე შევთავაზოთ", - აცხადებს ნათია ზარანდია.

შეგახსენებთ, ბუტიკ სასტუმრო „ლეთო“ 2019 წელს გაიხსნა. პროექტის მთავარი მიზანი იყო, შექმნილიყო პროდუქტი იმ რეგიონში, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში, თუმცა – ტურისტულად ნაკლებად დატვირთული. “ლეთოს” მისიას უცხოელებისთვის და ქართველებისთვის ზუგდიდის გაცნობა და მისით დაინტერესება წარმოადგენდა. თანამედროვე დიზაინით შექმნილი რამდენიმე კატეგორიად დაყოფილ 39 კეთილმოწყობილ ნომერს სთავაზობს.

5 ვარსკვალვიანი ბუტიკ სასტუმრო „ლეთო“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით