logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ძველ თბილისში IBIS STYLES OLD TBILISI სავარაუდოდ, 2024 წლის ბოლომდე გაიხსნება

ძველ თბილისში Ibis Styles Old Tbilisi სავარაუდოდ, 2024 წლის ბოლომდე გაიხსნება. პროექტს კომპანია Kala Ubani ახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 7 მილიონ აშშ დოლარია, საქართველოს ბანკის ფინანსური რესურსი კი 2.7 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტი 3,347 კვ.მ-ზე სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს და ის 67 ნომერს, ორ საკონფერენციო ოთახს, ბარსა და ღია ტერასას გააერთიანებს. სასტუმრო თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში - კალაუბანში, კოტე აფხაზის 39-ში განთავსდა.

როგორც პროექტის მენეჯმენტ კომპანია PDP-ს ხელმძღვანელი მინდია გადაევი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.  

ძველი ქალაქის ისტორიულ ხასიათთან ჰარმონიაში 5 სართულიანი შენობის არქიტექტურა არქიტექტორმა მარიამ პაპუკაშვილმა განავითარა, ხოლო ცნობილი ქართული არქიტექტურული და დიზაინერული კომპანია სპექტრუმი ავითარებს  სასტუმროს უნიკალურ ინტერიერის დიზაინს.

შეგახსენებთ, Ibis Styles-ი AccorHotels-ში შემავალი ახალგაზრდული ბრენდია, გამორჩეულია დიზაინითა და მოქნილობით. ის გათვლილია,როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის, აგრეთვე სამოგზაურო ტურიზმისთვის. პირველი სასტუმრო ამ ბრენდის ქვეშ 2012 წელს გაიხსნა. AccorHotels ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფრანგული სასტუმროების ჯგუფია.

გამოგვყევით