logo
Loading data...

"კურორტი ლაგოდეხის ნაკრძალი" - მაისში, უქმე დღეების გამო, თითქმის სრულად დავიტვირთეთ

"კურორტი ლაგოდეხის ნაკრძალი" - მაისში, უქმე დღეების გამო, თითქმის სრულად დავიტვირთეთ

1715172900

ჩვენი დამსვენებლების ძირითადი ნაწილი  ქართველები არიან, თუმცა გაზრდილია უცხოელთა რიცხვიც როგორც ევროპიდან, ასევე აზიიდან, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" „კურორტი ლაგოდეხის ნაკრძალის“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა დავით ვარძელაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოთხოვნა 100%-ით გაზრდილია. 

"წელს მოეწყო შიდა ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ვიზიტორების რიცხვი გაიზარდოს. ასევე, ვიზიტორებს ვთავაზობთ ნაკრძალში საფეხმავლო ტურებს, რომელშიც ადგილობრივი გამოცდილი გიდები გვეხმარებიან. ეს, ერთი მხრივ, რეგიონის ტურისტულ ცნობადობას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, ჩვენი სტუმრები ეცნობიან ლაგოდეხის ნაკრძალს.

მაისში უქმე დღეების გამო, თითქმის სრულად დავიტვირთეთ, მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია პარასკევსა და შაბათს, ასევე მოთხოვნა გაზრდილია უცხოელი სტუმრების მხრიდანაც", - განაცხადა თანადამფუძნებელმა.  

მანვე აღნიშნა, რომ "კურორტი ლაგოდეხის ნაკრძალი“ ზაფხულის სეზონის ჯავშნებს უკვე აქტიურად იღებს.

"ზაფხულის სეზონისთვის აქტიურად ვემზადებით, წინა წელმა გვაჩვენა, რომ რეგიონის მიმართ ინტერესი არის, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან. ზამთრის შემდეგ, დატვირთულობის მაჩვენებელი აპრილიდან მზარდია", - აცხადებს ვარძელაშვილი.

რაც შეეხება ფასებს - ზაფხულის სეზონზე: 2-ადგილიანი კოტეჯის ფასი (საუზმით) 250 ლარია; 4- ადგილიანი კოტეჯის (საუზმით) - 400 ლარი.

ცნობისთვის, კომპლექსი გასული წლის მარტში გაიხსნა. კურორტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ხიზაბავრაში, ეროვნული ნაკრძალის გვერდითა შესასვლელთან მდებარეობს. ტერიტორია აერთიანებს 26 ეკო-მეგობრულ კოტეჯს, სადაც 100-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 2 ღია აუზი, რესტორანი და ღია ბარი.

პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ პირველ ეტაპზე 5 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა თანადამფუძნებლის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, საინვესტიციო თანხა გაზრდილია.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით