logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

სასტუმრო CHUBU: გაყიდვები 50%-მდე გაიზარდა

მესტიაში სასტუმრო Chubu-ს აღმასრულებელი დირექტორი მალხაზ უდესიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები დაახლოებით 40-50%-ით გაიზარდა.

სასტუმროს დირექტორი მონაცემების ზრდას, სვანეთის მიმართ ტურისტული ინტერესის გაზრდას, უკავშირებს. მალხაზ უდესიანის ცნობით, მისი სტუმრები ძირითადად უცხოელები არიან.

"წინა წელთან შედარებით მოთხოვნა გაცილებით გაზრდილია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები დააახლოებით, 40-50%-ით გაიზარდა. ივნისში დაახლოებით, 60%-იანი დატვირთულობით ვიმუშავეთ, ხოლო ივლისში 90%-ზე ავედით. რაც შეეხება აგვისტოს, მოლოდინი გვაქვს, რომ 70-80%-იანი დატვირთულობა გვექნება. ჩვენი მომხმარებლები ძირითადი ნაწილი უცხოელები არიან, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებიდან", - აცხადებს მალხაზ უდესიანი.

მისივე თქმით, რეგიონში ინფრასტრუქტურული პრობლემებია, განსაკუთრებით გზა. მანვე აღნიშნა, რომ სვანეთში აქტიურად მიმდინარეობს ახალი სასტუმროების მშენებლობა და გზის პრობლემის მოგვარების შემდეგ  სვანეთს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა.

ცნობისთვის, სასტუმრო Chubu მესტიაში მდებარეობს, რომელშიც 30 სასტუმრო ნომერია განთავსებული. 

გამოგვყევით