logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

Travelfy: გაზრდილი ფასების მიუხედავად გერმანიის მიმართულებაზე მოთხოვნა მაინც არის

გაზრდილი ფასების მიუხედავად, გერმანიის მიმართულებაზე მოთხოვნა მაინც არის, - ამის შესახებ  ტურისტული კომპანია Travelfy-ის  დამფუძნებელმა გიორგი მელიქიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან"  განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, გერმანია EURO 2024-ს მასპინძლობს და მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე ფასები დაახლოებით, 2-ჯერ მეტია.

"გერმანიის მიმართულებით მოთხოვნა ყოველთვის იყო. თუმცა ლოგიკური მიზეზიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა. ვისაც კი შეეძლო გერმანიაში წასულიყო, რა თქმა უნდა, არავინ დარჩენილა და უზარმაზარი რაოდენობის ნაკადი იქნება იქ ყველა თამაშზე. არავის არ დაუხევია უკან. ვისაც ჰქონდა საშუალება ყველა ჯავშნიდა და კიდევ ჯავშნის ამ ტურს", - აცხადებს გიორგი მელიქიშვილი. 

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე (EURO 2024)  გავიდა. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყო, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს. საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე ასეთია: 18 ივნისი, ქალაქი დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ - თურქეთი – საქართველო; 22 ივნისი, ქალაქი ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი" - საქართველო – ჩეხეთი; 26 ივნისი, ქალაქი გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ - საქართველო-პორტუგალია.

გადაცემები

გამოგვყევით