logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია, უცხოელებს წყალტუბო ძალიან მოსწონთ" - "კოტეჯი 6 მუხა"

წყალტუბოში მდებარე "კოტეჯი 6 მუხას" დამფუძნებლის, ნოდარ თუთფერიძის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კოტეჯის დამფუძნებელი აღნიშნავს, უცხოელებს წყალტუბოში დასვენება განსხვავებული ბუნებიდან გამომდინარე ძალიან მოსწონთ.

"ჩემი კოტეჯი ქუთაისიდან 2 კილომეტრში, წყალტუბოს გზაზე მდებარეობს. ამ ეტაპზე, 1 კოტეჯი მაქვს, მაგრამ გაფართოებას ვგეგმავ. მეორე მიწის ნაკვეთი მაქვს და მეორე კოტეჯის დამატებას ვაპირებ, თუმცა კონკრეტულად როდის, ზუსტი პასუხის თქმა გამიჭირდება. ვიზიტორების რაოდენობა მეტ-ნაკლებად გაზრდილია. სტუმრები, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე უცხოელები არიან. ამ ეტაპზე, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა გვყავს, კერძოდ, სტუმრების 90% ადგილობრივი მოსახლეობაა და მცირე ნაწილი -  10% უცხოელებზე მოდის. წინასწარი ჯავშნები გვაქვს, შემდეგი თვის გარკვეული ნაწილი უკვე დაკავებულია.

მინდა გითხრათ, რომ ეზოში აუზი არ გვაქვს, მაგრამ გაკეთებას ვაპირებ, რადგან მოთხოვნადია, დამსვენებლებს განსაკუთრებით ზაფხულში აუზის მოთხოვნა აქვთ. მინდა გითხრათ, რომ ეზო მოპირკეთებული გვაქვს, ფანჩატური გავაკეთეთ. უცხოელებს წყალტუბო ძალიან მოსწონთ, ირგვლივ განსაკუთრებული ბუნებაა და ყოველთვის აღნიშნავენ. ამასთან, ხაზი მინდა გავუსვა, რომ მოთხოვნის გაზრდა ჩემს აქტიურობაზეა დამოკიდებული, მარკეტინგს, რაც მეტ დროს დავუთმობ გაყიდვებზე ავტომატურად ისახება", - აღნიშნავს ნოდარ თუთფერიძე.

ცნობისთვის, წყალტუბოში მდებარე "კოტეჯი 6 მუხა"  ადგილობრივ ბაზარზე 2 წელია ოპერირებს.

გამოგვყევით