Wizz Air-ი, ქუთაისიდან ვროცლავის მიმართულებით, 30 ოქტომბრიდან პირდაპირ ფრენებს განაახლებს.ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს.
ქუთაისიდან პოლონეთში ფრენა უკვე ოთხი მიმართულებით იქნება შესაძლებელი: ვროცლავი, კატოვიცე, ვარშავა და პოზნანი. ფრენები შესრულდება კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას, რაც მგზავრებს მისცემს პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ქალაქისა და მისი ულამაზესი შემოგარენის მონახულების საშუალებას.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია Wizz Air-ის ვებსაიტსა და მობილურ აპლიკაციაში, ბილეთის ღირებულება 119 ლარიდან იწყება.
Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერის, ოლივია ჰარანგოსო:
„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ქუთაისი დავაკავშიროთ კიდევ ერთ ქალაქთან, ვროცლავთან, რომელიც ცნობილია თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და ცოცხალი ატმოსფეროთი. ვამაყობთ, რომ ქართველ მოგზაურებს ვთავაზობთ ისევე როგორც ხელმისაწვდომ ტარიფებს, ასევე მრავალფეროვან მარშრუტებს. როგორც იცით, ვროცლავი არის Wizz Air-ის მეოთხე დამაკავშირებელი მარშრუტი ქუთაისსა და პოლონეთს შორის. ჩვენ პრიორიტეტი კი მრავალფეროვანი მარშრუტების შეთავაზებაა ქართველი მოგზაურებისა და ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის,"
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა–ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 221 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 62 მილიონი მგზავრისთვის 2024 ფინანსურ წელს (F24), რომელიც მთავრდება 2024 წლის მარტში.
Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ.
2020 წელს Wizz Air დასახელდა, „წლის ავიაკომპანიად“ ATW-ს, ხოლო 2019 და 2023 წლებში ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air აღიარეს ყველაზე მდგრად ავიაკომპანიად 2022 წელს, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა Wizz Air დაასახელა, როგორც „წლის გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი“ 2022 და 2023 წლებში.