logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ზამთრის კურორტებზე ძირითადი ინფრასტრუქტურა გამართულია, თუმცა გამოწვევები კიდევ არსებობს" - ირაკლი ბურჭულაძე

ზამთრის კურორტებზე ძირითადი ინფრასტრუქტურა გამართულია, თუმცა გამოწვევები კიდევ არსებობს, - ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ, თუმცა გამოწვევების აღმოფხვრას გარკვეული წლები დასჭირდება. 

"ჩვენი კურორტები საკმაოდ დივერსიფიცირებულია სეგმენტის კუთხით. აბსოლუტურად სხვადასხვა ინტერესებია კურორტებზე. მაგალითად, ბაკურიანი უფრო მეტად ოჯახური ტიპის კურორტია, გოდერძი, მესტია და სვანეთი უფრო შერეული. უცხოელების პროპორციაც სხვადასხვაა - მაგალითად, გუდაურის ცნობადობა საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მეტია.

აღსანიშნავია ის, რომ კურორტების ფუნქციონირებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემა. ჩვენ ბოლო წლების გამოცდილებამ გვაჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, რადგან ბოლო პერიოდში გამოწვევად რჩება ის, რომ კლიმატი არასტაბილურია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამინდი ხელოვნური გათოვლიანებისთვისაც აუცილებელია. თუ დაბალი ტემპერატურა არ იქნა სისტემა ფიზიკურად ვერ იმუშავებს. ბაკურიანში ძალიან დიდი შედეგი გამოიღო აღნიშნულმა და ამას ვხედავთ - მსოფლიო ჩემპიონატი ჩავატარეთ ხელოვნურ თოვლზე. 

რაც შეეხება საბაგიროების მდგომარეობას - ამ კუთხით, როდესაც სეზონი სრულდება და იწყება გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება. ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საბაგიროებმა უსაფრთხოდ შეძლონ მუშაობა. ბაკურიანში წელს პირველად ჩაირთო "პანორამა ფუნიკულიორი", რაც ვფიქრობ რომ საკმაოდ კარგი ატრაქციაა და მოთხოვნა საკმაოდ დიდი იქნება", - აცხადებს ირაკლი ბურჭულაძე. 

გამოგვყევით