logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

2025 წელს შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 11 578 ნებართვა გაიცა - "საქსტატი"

2025 წელს შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 11 578 ნებართვა გაიცა - "საქსტატი"

1769760888

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წელს გაცემულია 11 578 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 4.2 პროცენტით ნაკლები) 11 397.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 5.3 პროცენტით ნაკლები).

"საქსტატის" მონაცემების თანახმად, ნებართვების 70 პროცენტზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.2 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 6.9 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

2025 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 3 509.1 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 8.1 პროცენტით მეტი) 3 393 ობიექტი (წინა წელთან შედარებით შედარებით 5.9 პროცენტით ნაკლები). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.4 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 13.0 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.5 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 8.8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

 

გამოგვყევით