logo
Loading data...

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წლის 3 თვის ბიუჯეტი 125.9 %-ით შეასრულა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წლის 3 თვის ბიუჯეტი 125.9 %-ით შეასრულა

1712127292

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 125.9%-ით ანუ 114.0 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა.

სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 554.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე (440.8 მილიონი ლარი) 114.0 მილიონი ლარით მეტია.

სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 76.1 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც, სამინისტროს არსებობის ისტორიაში, 3 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც 2024 წლის 3 თვის გეგმებს გადააჭარბეს და ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 365.2 მილიონი ლარი (გეგმის 130%); სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 105.9 მილიონი ლარი (გეგმის 112%); შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 74.7 მილიონი ლარი (გეგმის 135%); შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 7.4 მილიონი ლარი (გეგმის 100 %).

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით