logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში სადრენაჟე ქსელის აღდგენა სრულდება

ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში სადრენაჟე ქსელის აღდგენა სრულდება

1725350574

შპს „საქართველოს მელიორაცია“ რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.

ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურის ტერიტორიაზე, ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ჯამში  5,3 კმ სიგრძის  კოლექტორული და შემკრები ქსელი იწმინდება.

შპს "საქართველოს მელიორაციის" ინფორმაციით, სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად 35 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება. სადრენაჟე სისტემის მოწესრიგება აგროწარმოების  შესაძლებლობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

გამოგვყევით