ონში, ვახტანგ VI -ის ქუჩაზე ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება რომლის სახელშეკრულებო თანხა 155 800 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა (33მ*18მ)= 594მ.კვ სტადიონი, რომელიც გათვლილი იქნება როგორც ფეხბურთის ასევე კალათბურთის მოყვარულთათვის.