logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის დამატებით, ₾80 მლნ გამოიყოფა

რეგიონებში საჯარო  სკოლების რეაბილიტაციისთვის დამატებით, 80 მილიონი ლარი გამოიყოფა. თანხის მობილიზება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მოხდება.

როგორც მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა, მუნიციპალიტეტების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის, 80 000 000 ლარის გამოყოფა რეგიონალური განვითარების სამინისტრომ მოითხოვა.

"ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს: „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის 80 000 000 ლარით გაზრდა, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საჯარო სკოლების მშეწებლობა-რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის ასიგნებების შემცირების ხარჯზე“,- წერია მთავრობის განკარგულებაში.

გამოგვყევით