logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

რუსთავი-გარდაბანი-ვახტანგისის გზის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება - ბიუჯეტი ₾17.9 მლნ-ია

რუსთავი-გარდაბანი-ვახტანგისის გზის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება - ბიუჯეტი ₾17.9 მლნ-ია

1746515907

რუსთავი-გარდაბანი-ვახტანგისის 10 კმ-იანი გზის რეაბილიტაციის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება, ხოლო პროექტის საინვესტიციო ღირებულება 17.9 მილიონ  ლარს გადააჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი წყალგამტარი მილები, ბეტონის კიუვეტები, ქვეითად მოსიარულეთათვის გადაკვეთები, მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რუსთავი-გარდაბანი-ვახტანგისის საავტომობილო გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მჭიდროდ დასახლებულ უბნებზე გადის. პროექტის შესაბამისად, დაგეგმილია არსებული დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია. მოეწყობა ახალი წყალგამტარი მილები, ბეტონის კიუვეტები, ქვეითად მოსიარულეთათვის გადაკვეთები, მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1 ხიდს და გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. ასევე, გათვალისწინებულია ტროტუარების, ავტოპავილიონების, ახალი საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოგვყევით