logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ყიფშიძის ქუჩაზე, ჟიული შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია იწყება

ყიფშიძის ქუჩაზე, ჟიული შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია იწყება

1738743227

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ყიფშიძის ქუჩაზე, ჟიული შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაციას იწყებს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის  მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ ეტაპზე, ტერიტორია მძიმე მდგომარეობაშია და მთლიანად განახლდება.

„თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაციას იწყებს. დაახლოებით, 1 ჰექტარი ტერიტორიაა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და გვინდა, მთლიანად განვაახლოთ. პროექტის ფარგლებში, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, განთავსდება საპარკო ინფრასტრუქტურა, ტრენაჟორები, ატრაქციონები. პარკი იქნება განათებული. დამონტაჟდება უსაფრთხოების კამერები. ყველა ის სამუშაო ჩატარდება, რაც რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

„აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის, დაახლოებით, ორი მილიონი ლარი დაიხარჯება და წლის ბოლომდე სამუშაოები მთლიანად დასრულდება. მიხარია, რომ დედაქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება. ზოგადად ბოლო წლებში არაერთი მსგავსი პროექტი განვახორციელეთ და ეს თბილისს ეტყობა კიდეც. ისე არაფერი უხდება ჩვენ ქალაქს, როგორც მწვანე სივრცეები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

გამოგვყევით