logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"აგარის შაქარი" მუშაობას მაისიდან განაახლებს

"აგარის შაქრის" ქარხანა მაისიდან ამოქმედდება - ამის შესახებ ‘’ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრმა ნიკოლოზ ნათბილაძემ განაცხადა.

საწარმოო პროცესის დაწყებას კომპანია აპრილში ვარაუდობდა, თუმცა პროცესმა მცირე ხნით გადაიწია. ამ ეტაპზე  კომპანიის  მიერ წარმოების შეჩერება  გეგმურ რემონტს უკავშირდება, რომელიც ქარხანაში მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.

როგორც ნათბილაძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე არანაირი შეფერხება არ არის და დამოკიდებული არიან  ნედლეულის მიწოდებასა და სარემონტო სამუშაოების დასრულებაზე.

,,ახლა მთავარია, დამთავრდეს  მიმდინარე რემონტი და მოესწროს ნედლეულის შემოტანა. არც ერთი მიმართულებით პრობლემა არ არის და ზუსტად მაისის დასაწყისში პროცესი დაიწყება. დღეის მდგომარეობით კომპანიას გააჩნია საკმარისი თეთრი შაქრის მარაგი და ქვეყანაში დეფიციტის საშიშროება გამორიცხულია. მთავარია, რომ სტაბილურობა შენარჩუნებულია. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოო პროცესი შეჩერებულია,, კომპანიაში დასაქმებული ხუთასივე თანამშრომლის სამუშაო ადგილი შენარჩუნებულია“, - აცხადებს ნიკოლოზ ნათბილაძე.

ცნობისთვის, საქართველოში შაქრის ერთადერთი მწარმოებელია კომპანია “აგარის შაქარი"  შიდა ქართლში, სოფელ აგარაში მდებარეობს. კომპანიის საკუთრებაშია გადამმუშავებელი ქარხანა, რის პარალელურად მზა შაქრის იმპორტითაც არის დაკავებული.

გამოგვყევით