logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 22%-ით გაიზარდა

ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 22%-ით გაიზარდა

1773229500

2026 წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 38 მლნ აშშ დოლარის ალკოჰოლური სასმელები, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია (6 მლნ აშშ დოლარი). მათ შორის, ექსპორტირებულია 20 მლნ აშშ დოლარის 6.5 მლნ ლიტრი ღვინო, რომლის ღირებულება 23%-ით, რაოდენობა კი 21%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სპირტიანი სასმელების საშუალო საექსპორტო ფასი 15%-ით, ხოლო ღვინის 2%-ით გაიზარდა.

სპირტიანი სასმელების ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, ევროკავშირი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ხოლო ღვინის - რუსეთი, ევროკავშირი, უკრაინა, ჩინეთი, აშშ, ყაზახეთი, ბელარუსი და სხვა ქვეყნები.

"რუმინეთში გამართული შეხვედრები მნიშვნელოვანია ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ციფრული ეკონომიკის სფეროში პარტნიორობის გაძლიერებისთვის" - ავთანდილ კასრაძე

"რუმინეთში გამართული შეხვედრები მნიშვნელოვანია ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ციფრული ეკონომიკის სფეროში პარტნიორობის გაძლიერებისთვის" - ავთანდილ კასრაძე

ბიზნესი

გამოგვყევით