"ჩიკორი" აღდგომის პერიოდში გაყიდვების 30%-იან ზრდას ელოდება. როგორც "ბიზნესპარტნიორს" კომპანიის თანადამფუძნებელმა ანანო ბეჟანიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ პერიოდში ჩირეული საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია.
მისივე თქმით, მარტის მეორე ნახევრიდან პროდუქციაზე მოთხოვნა უკვე გაზრდილია.
"პროდუქციის გაყიდვები სტაბილურია. წელს გარგარის ჩირი დავამატეთ, რაც ძალიან მოთხოვნადი პროდუქტი იყო. ჩვენი პროდუქცია საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა ქსელურ მარკეტში იყიდება. ასევე, მომხმარებლებს "ჩიკორის" პროდუქცია ჩვენს ონალინ მაღაზიშიც შეუძლიათ. გარდა ამისა, ვმუშაობთ საექსპორტო ბაზრის გაფართოებაზე. კერძოდ, ჰოლანდიაში, ამსტერდამში ერთ-ერთ გამოფენაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა და ვფიქრობ, რომ ეს პლატფორმა ახალი პარტნიორების მოზიდვაში დაგვეხმარება", - აცხადებს "ჩიკორის" თანადამფუძნებელი.
ანანო ბეჟანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე "ჩიკორის" პროდუქციის 50% ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო 50% ექსპორტზე, 10-მდე ქვეყანაში იყიდება.
ცნობისთვის, კომპანია "ქარელის ხილი" ქარელის რაიონში 2016 წელს გაიხსნა. 2017 წელს კი პროდუქციის წარმოება „ჩიკორის“ ბრენდით დაიწყო. კომპანია ამ ეტაპზე, 15 სახეობის ჩირებს, შოკოლადიან ჩირებსა და თხილეულს აწარმოებს. "ქარელის ხილის" წლიური წარმადობა 200 ტონას შეადგენს. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს.