logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

დისტრიბუტორთა ასოციაცია - "თუ დოლარის კურსი არსებულ ნიშნულს დაიჭერს, პროდუქციაზე ფასების ცვლილება არ იქნება ჩქარი"

დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, ფასების ნაწილში არსებითი ცვლილებები ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის.

როგორც ლაშა რიჟამაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, თუ სავაჭრო პარტნიორ ვალუტებთან მიმართებით ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, ეს ბუნებრივია, აისახება პროდუქციის ღირებულებაზე.

„თუ დოლარის კურსი არსებულ ნიშნულს დაიჭერს, ფასის ცვლილება არ იქნება ჩქარი. მაგრამ თუ დოლარის ღირებულება  მნიშვნელოვნად გაზიარდა,  ფასის ცვლილება კომპანიებისთვის გარდაუვალი იქნება. ჩვენდა სამწუხაროდ,  ვართ იმპორტიორები და ვალუტა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ფასზე, რომელიც მომხმარებელს ხვდება თაროზე.“-აღნიშნა ლაშა რიჟამაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ინფლაციის ზრდის ტემპი დაჩქარდა. მაისში წლიური ინფლაციის დონემ 2% შეადგინა, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი  მაჩვენებელია, თუმცა ინფლაციის არსებული დონე კვლავ  მიზნობრივ 3%-იან ნიშნულზე ქვემოთ ნარჩუნდება. 

გამოგვყევით