logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ეფეს საქართველო"  განახლებად ენერგიაზე გადავიდა

"ეფეს საქართველო"  განახლებად ენერგიაზე გადავიდა

1719562912

„ეფეს საქართველო“ კვლავინდებურად აგრძელებს გარემოზე ზრუნვას და სწორედ ამ მიზნით,  კომპანია განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადავიდა. „ეფეს საქართველოს“ მიერ მოხმარებული ელექტროენერგია მთლიანად განახლებადი ენერგიის წყაროებიდან არის მიღებული. როგორც კომპანიაში განმარტავენ, განახლებად ენერგიაზე გადასვლით,  არა მხოლოდ მცირდება  გარემოზე ზემოქმედება, არამედ კომპანია ხელს უწყობს უფრო მწვანე და მდგრადი მომავლის შექმნას, ენერგიის ეკომეგობრულ წყაროებზე გლობალური ტრანზიციის პროცესში საკუთარი წილი პასუხისმგებლობის შესრულების გზით.

„ეფეს საქართველო“ მდგრადობას  საქმიანობის ყველა ასპექტში მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს.  კომპანიამ ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო  ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომელიც  2012 წლიდან უკვე სრულფასოვნად ოპერირებს საწარმოში და მთელი საწარმოო ციკლის განმავლობაში ჩამდინარე წყლების გაწმენდასა და დამუშავებას მოიცავს.

გარემოზე ზემოქმედების კიდევ უფრო შესამცირებლად, “ეფეს საქართველო” არაერთ გარემოსდაცვით ინიციატივაზე მუშაობს. აღნიშნული ინიციატივები მოიცავს მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას ტრანსპორტირების ემისიების შესამცირებლად და ნარჩენების მართვის ინოვაციური პროგრამების განხორციელებას, რაც მიზნად ისახავს უკეთესი სამყაროს შექმნას მომავალი თაობებისთვის.

ვრცლად ამ თემასთან დაკავშირებით გვესაუბრება  „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

  • ბ-ნო ნიკოლოზ, რას ნიშნავს განახლებად ენერგიაზე კომპანიის და წარმოების გადასვლა?
  • განახლებად ენერგიაზე კომპანიის, წარმოების გადასვლა ნიშნავს ენერგიის ყველა წყაროსა და წარმოების პროცესის გადატანას განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ელექტროენერეგიაზე, მათ შორის, მზის, ქარის ან ჰიდრო და გეოთერმულ ენერგიაზე. ჩვენთვის, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანიისთვის, გარემოს დაცვა ერთ-ერთი დეკლარირებული პრიორიტეტია.

აღსანიშნავია, რომ „ეფეს საქართველო“ გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც გამოიყენა განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების შეძენისა და გაუქმების მექანიზიმი. აღნიშნული მექანიზმით, რომელიც ფუნქციონირებს 2023 წლიდან, კომპანიებს ეძლევათ საშუალება დაადასტურონ, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგია სრულად, ან ნაწილობრივ განახლებადი წყაროებიდან არის მიღებული.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მწვანე ენერგიის წარმოებისა და მოხმარების პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების საქმეში. ამდენად, მოვუწოდებთ ინდუსტრიის პარტნიორებსაც, რომ გამოიყენონ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების შეძენისა და გაუქმების მექანიზიმი. ამით, ერთი მხრივ, ხელს შევუწყობთ გარემოზე ზემოქმედების შემცირებას და უფრო მწვანე და მდგრადი მომავლის შექმნას, ასევე,  კომპანიების მხრიდან გავზრდით მოთხოვნას მწვანე ენერგიაზე, რაც საბოლოო ჯამში წაახალისებს განახლებადი ენერგიის გენერაციის სფეროში შესაბამის ინვესტიციებს.

  • რამდენად მომგებიანია ეს ტრანსფორმაცია თავად კომპანიისთვის?
  • გარდა იმისა, რომ მწვანე ენერგიის გამოყენებას უდიდესი წვლილი შეაქვს გარემოს დაცვაში, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ტრანსფორმაცია მომგებიანია თავად კომპანიისთვისაც, რადგან ამცირებს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას, ამცირებს ნახშირბადის გამოყოფას და შეესაბამება მდგრადობის მიზნებს.
  • კიდევ რა იგეგმება გარემოზე ზემოქმედების შემცირების და მწვანე წარმოების განვითარების მიმართულებით?
  • გარემოზე ზემოქმედების შემდგომ შესამცირებლად და მწვანე წარმოების განვითარების მიზნით, “ეფეს საქართველო”  ფოკუსირებას ახდენს ისეთ ინიციატივებზე, როგორიცაა მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია ტრანსპორტირების ემისიების შესამცირებლად,) ნარჩენების შემცირებისა და გადამუშავების ინოვაციური პროგრამების განხორციელება. ჩვენს საწარმოში არ წარმოვქმნით ისეთ ნარჩენს, რომელიც ნაგვის ურნაში ხვდება, ყველაფერი ექვემდებარება გადამუშავებას.
  • ასევე, აღსანიშნავია, რომ “ეფეს საქართველო” “გაეროს გლობალური შეთანხმების” ხელმომწერია და კომპანიის საქმიანობა სრულად თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.
  • სხვა აქტივობების შესახებაც რომ მოგვიყვეთ გარემოს დაცვის მიმართულებით...

სხვა აქტივობებს რაც შეეხება, საზოგადოების მხარდაჭერისა  და სექტორთაშორისი პარტნიორობის საფუძველზე, ხელს ვუწყობთ გარემოსდაცვით სხვადასხვა ძალისხმევას, მათ შორის ეროვნული სატყეო სააგენტოს პროგრამას “ტყის მეგობარი”, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 12 ჰექტარ ფართობზე ტყის აღდგენასა და მოვლა-პატრონობას მთლიანად ჩვენ ვაფინანსებთ. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ვახორციელებთ პლასტმასის სეპარირებული შეგროვების პროექტს და ვეწევით საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს ამ მიმართულებით, ასევე მონაწილეობას ვიღებთ ინდუსტრიულ თანამშრომლობაში, რათა გამოვიწვიოთ სისტემური ცვლილებები უფრო მდგრადი მომავლისკენ.

გარდა ამისა, ჩვენს კომპანიაში წლებია დანერგილია გარემოსდაცვითი აქტივობები, მათ შორის ენერგოეფექტურობისა და ენერგოდაზოგვის, ნარჩენების მართვის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კამპანიები და ა.შ.

კერძოდ, 2012 წლიდან “ეფეს საქართველოში” ოპერირებს ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა. ეს ტექნოლოგია მსოფლიოში აღიარებულია როგორც ერთ–ერთი საუკეთესო ლუდსახარშებისთვის. იგი იძლევა წყლის მაღალი ხარისხით დამუშავების საშუალებას, რაც ნიშნავს, რომ ჩამდინარე წყლის მახასიათებლები აკმაყოფილებს ევროკავშირში არსებულ მოთხოვნებს და, ამავდროულად, მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლების გარემოს დაცვაში მონაწილეობის მიღება (ნარჩენების, წყლის გამოყენების შემცირება და სხვა) გაწერილია მათ შეფასების კრიტერიუმებში. მაგალითად, თანამშრომელი რაც უფრო მეტად მოუფრთხილდება გარემოს, მით უფრო მაღალი იქნება ბონუსი.

ასევე, ხაზი მინდა გავუსვა ჩვენს მეწარმეობის პროგრამას GO Green, რომელიც შარშან  Impact Hub Tbilisi-თან და Startup Büro-სთან თანამშრომლობით განვახორციელეთ. პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში მდგრადი მეწარმეობის პოპულარიზაციას და ამ მიმართულების სტარტაპების/კომპანიების/ინდივიდების გაძლიერებას.

გადაცემები

გამოგვყევით