logo
Loading data...

"ეიპიემ ტერმინალს ფოთის" გენერალურ დირექტორად ქრისტიან როიდერი დაინიშნა

"ეიპიემ ტერმინალს ფოთის" გენერალურ დირექტორად ქრისტიან როიდერი დაინიშნა

1716377674

"ეიპიემ ტერმინალს ფოთის" გენერალურ დირექტორად ქრისტიან როიდერი დაინიშნა. ის  აღნიშნულ თანამდებობაზე შეცვლის2024 წლის 6 ივნისიდან  ხულიან ფერნანდესს შეცვლის, - ინფორმაციას ამის შესახებ თავად კომპანია ავრცელებს.  

ქრისტიანი მაერსკის ჯგუფს 2000 წელს შემოუერთდა როგორც მაერსკის საერთაშორისო გადაზიდვების საგანმანათლებლო პროგრამის (M.I.S.E.) სტაჟიორი, რის შემდეგაც 2003 წლიდან 2011 წლამდე კომპანიაში სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ 2008-2009 წლებში ქრისტიანი საქართველოში, Maersk Georgia-ს გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, შესაბამისად, ის შესანიშნავად იცნობს და პატივს სცემს საქართველოს და ქართულ საზოგადოებას.

ქრისტიანს სატერმინალო ბიზნესის სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება აქვს და ასევე კარგად იცნობს მომხმარებლების და დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრს. 

,,ჩვენს ინდუსტრიაში ქრისტიანს მდიდარი გამოცდილება აქვს. ფოთში მუშაობის დაწყებამდე, მას მაღალი რგოლის ლიდერულ პოზიციებზე არაერთ კომპანიასა და ქვეყანაში უმუშავია. მოუთმენლად ველით ქრისტიანის კვლავ შემოერთებას ჩვენს გუნდში, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს ჩვენს მიმდინარე წარმატებულ საქმიანობას. 

ძალიან ბედნიერი ვარ. ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში, მართლაც, საოცარ და მომხიბლავ ქვეყანაში. ფოთის საზღვაო ნავსადგური უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისა და რეგიონისთვის. მჯერა, რომ ჩემი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე დაგროვილი გამოცდილება მნიშვნელოვნად დამეხმარება კომპანიის განვითარებაში“, - ამბობს ბატონი როიდერი. ,,ჩვენი კომპანიის გაფართოება, შუა დერეფნის განვითარება, მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდა, დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობა, ახალი ინვესტიციების მოზიდვა და კომპანიისა და ხალხის მდგრადი განვითარება, ჩემი დღის წესრიგის პრიორიტეტს წარმოადგენს“, -  აცხადებს   აფრიკა - ევროპის რეგიონის მმართველი დირექტორი იგორ ვან დენ ესსენი. 

ქრისტიანი გერმანიის მოქალაქეა, თუმცა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშაობდა: გერმანიაში, საქართველოში, მოზამბიკსა და სამხრეთ აფრიკაში ისეთ პოზიციებზე, როგორებიცაა: Damco Mozambique-ის მენეჯერი და გარე სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიების გენერალური დირექტორი და კომერციული დირექტორი. 2020 წლიდან ქრისტიანი იკავებდა DP World Mozambique-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით