logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

სასტუმრო QUADRUM: თუ ინვესტორი ვნახეთ, გაფართოების პროექტზე მუშაობას წელსვე დავიწყებთ

გუდაურში, სასტუმრო QUADRUM-ი გაფართოებას გეგმავს. როგორც სასტუმროს დამფუძნებელმა ირაკლი ერისთავმა „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, ამ ეტაპზე ინვესტორის მოძიების პროცესი მიმდინარეობს.

მისივე თქმით, გაფართოებისთვის დაახლოებით, 1.5 მლნ. ლარი იქნება საჭირო.

ჩვენ გუდაურში გვაქვს მიწა და ვფიქრობთ, რომ იქ დავამატოთ კიდევ ნომრები, რადგან ზამთარშიც და ზაფხულშიც მოთხოვნა იმატებს. რა თქმა უნდა, თუ ინვესტორი ვნახეთ წელსვე დავიწყებთ გაფართოებაზე მუშაობას. ოფიციალურად არ გვაქვს გაცხადებული, თუმცა ინვესტორის მოძიების პროცესი მიმდინარეობს. თუ ვერ ვნახეთ, ჩვენივე სახსრებით საჭირო თანხის აკუმულირებას და შემდეგ ნომრების რაოდენობის გაზრდას რამდენიმე წელში შევძლებთ“, - აცხადებს ირაკლი ერისთავი.

გარდა ამისა, სასტუმროს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ გუდაურში გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა დამსვენებელთა რიცხვს კიდევ უფრო გაზრდის.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ზაფხულის სეზონზე დატვირთულობა დაახლოებით, 60%-მდეა, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს ციფრი 80%-მდე გაიზრდება.

ცნობისთვის, 11 ნომრიანი სასტუმრო - QUADRUM გუდაურში, 2017 წლის 15 თებერვალს გაიხსნა. მონოლითისგან დამზადებული მეორე კორპუსი კი 2020 წლის მარტში ამოქმედდა. ორივე კორპუსი 3 000 კვ. მეტრზეა განლაგებული და ჯამში 22 ნომერს მოიცავს. სასტუმროში არის რესტორანი, აუზი, იოგას და საკონფერენციო დარბაზი. ორივე პროექტის განხორციელება დაახლოებით, 3-4 მილიონი ლარი დაჯდა.

გადაცემები

გამოგვყევით