logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"წყალი მარგებელი" - კომპანია მაქსიმუმს აკეთებს, რომ მაღაზიათა ქსელების სასმელი წყლით უწყვეტი მიწოდება უზრუნველყოს

"სრული დატვირთვით ვმუშაობთ, კომპანია მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ  მაღაზიათა ქსელების  სასმელი წყლით უწყვეტი მიწოდება უზრუნველყოს", - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" კომპანია "წყალი მარგებელში" განუცხადეს.

კომპანია მაგისტრალური მილის დაზიანების გამო, წყალზე გაზრდილ მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "წყალი მარგებელს" საკმარისი რაოდენობის მარაგები აქვს. 

შეგახსენებთ, თბილისის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება  რამდენიმე დღის წინ  შეუწყდა,ამის მიზეზად კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" (GWP)   სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრალურ მაგისტრალურ წყალსადენზე ავარიული დაზიანება დაასახელა. მათივე ცნობით, მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები დაახლოებით, 5 დღეში დასრულდება.

ცნობისთვის, "წყალი მარგებელი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში, რომლის შემადგენლობაში გურიაში, სოფელ ნაბეღლავში არსებული უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ქარხანა შედის. "წყალი მარგებელი" რამდენიმე დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის: "ნაბეღლავი", "ჯეონატურა", "რაუხი", "ბახმარო" და "ბუღა". 

გადაცემები

გამოგვყევით