logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, წელს ყურძნის ყველაზე დიდ მოსავალს ველოდებით - საუბარია 320 000 ტონაზე"

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, წელს ყურძნის ყველაზე დიდ მოსავალს ველოდებით - საუბარია 320 000 ტონაზე"

1789733340

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წელს ყურძნის ყველაზე დიდ მოსავალს ველოდებით — საუბარია, დაახლოებით 320 000 ტონა მოსავალზე,“ — განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.

მისივე ინფორმაციით, რთველის შტაბი აქტიურად მუშაობს. იმისათვის, რომ მოსავლის მიღება და დაბინავება მაქსიმალურად ორგანიზებულად წარიმართოს, სახელმწიფოს მხრიდან სრული მზადყოფნა და მხარდაჭერა არსებობს.

„რთველი, როგორც გასულ წლებში ამბობდნენ ხოლმე, მიმდინარეობს დინჯად და ის ჯერ პიკში არ შესულა. ამ დროისთვის, უკვე დაკრეფილი და გადამუშავებულია 15 000 ტონა ყურძენი,“ — აღნიშნავს დავით სონღულაშვილი.

კითხვაზე, რამდენად მზადყოფნით შეხვდა კერძო სექტორი სუბსიდირების ახალ მექანიზმს, მინისტრი განმარტავს, რომ 1961 წლის შემდეგ მსოფლიოში ღვინის მოთხოვნა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ეს ფაქტორი საკმაოდ დიდ გამოწვევებს უქმნის როგორც საერთაშორისო ღვინის სექტორს, ისე ქართულ ღვინოს, რისთვისაც საქართველოს ბაზარი მაქსიმალურად მომზადებული უნდა იყოს.

„ქართული ღვინის ექსპორტი წლიდან წლამდე იზრდება და ამ კუთხით სტაბილურობა გვაქვს, თუმცა გამოწვევებისთვის მზადყოფნა ნიშნავს იმას, რომ ღვინის ხარისხზე კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ და გავაუმჯობესოთ. ამ მხრივ, რთველთან დაკავშირებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილება, რაც განხორციელდა ყურძნის ხარისხობრივი დაყოფაა. ეს უზრუნველყოფს ღვინის ხარისხის ზრდას და, ეს ერთის მხრივ იმავდროულად, ძლიერი მოტივატორია იმ მევენახეებისთვის, რომლებიც ყურძენს განსაკუთრებული ზრუნვითა და ყურადღებით უვლიან,“ — აცხადებს სონღულაშვილი.

გამოგვყევით