logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

Travelfy: ნაკლებად ცნობილ მიმართულებებზე მოთხოვნა გაჩნდა

ტურისტული კომპანია Travelfy-ის ხელმძღვანელის გიორგი მელიქიშვილის განცხადებით, ბაზარზე ახალი ტენდენცია გამოჩნდა - მომხმარებლები ნაკლებად ცნობილი მიმართულებებით ინტერესდებიან.

როგორც ის "ბიზნესპარტნიორტთან" აღნიშნავს,  საშუალო და დაბალბიუჯეტიან მიმართულებებზე უფრო მეტი მოთხოვნაა, თუმცა არანაკლებია იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც მაღალი კლასის მომსახურებებს და ქვეყნებს ირჩევენ.

"ზაფხულის სეზონი მოვიდა და მოთხოვნა ტენდენციურად წლიდან წლამდე მზარდია. ჯერ ძალიან ადრეა პროცენტულობაზე საუბარი, თუმცა ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოთხოვნა დაახლოებით 10-15%-ით არის გაზრდილი.ინტერესია  ყველანაირ ტურებზე -  როგორც ბიუჯეტურზე, ასევე მაღალბიუჯეტურზე. ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს გამართლებული ინვესტიციაა საკუთარი ბედნიერებისთვის და დასვენებისთვის.. ისინი სწორად მიმართავენ ფინანსებს ამ კუთხით.

წამოვიდა ახალი ტენდენციები, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანები ინტერესდებიან არასტანდარტული პაკეტებით და იმ მიმართულებებით, რომლებიც აქამდე არ იყო, ან არ ინტერესდებოდნენ. თუნდაც აზიაში, ევროპაში და აფრიკაში ცდილობენ ისეთი ადგილების ნახვას, რომელიც ნაკლებად ცნობილია. შესაბამისად, მრავალფეროვნებაც იგრძნობა ბაზარზე", - აცხადებს გიორგი მელიქიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ადამიანები საქართველოში დასვენებას სხვა ქვეყანაში გამგზავრებას არჩევენ, რადგან უფრო დაბალბიუჯეტურია.

"ბევრი წელია უკვე მომხმარებლები საქართველოში დასვენებას საზღვარგარეთ არჩევენ. საქართველოს კურორტზე დასვენების საშუალო სტატისტიკური ციფრები, რომ სხვა ქვეყნის ბიუჯეტურ მიმართულებებს შეადარო - სხვა ქვეყანაში დასვენება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე საქართველოში", - აცხადებს მელიქიშვილი.

გამოგვყევით