logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

მიმდინარე წლის 5 თვეში ამანათების რაოდენობა 1.5 მლნ-ით გაიზარდა - ვლადიმერ სამხარაძე

2024 წლის 5 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში 1.5 მლნ-ით მეტი ამანათია შემოსული, - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" თბილისის აეროპორტის გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსმა ვლადიმერ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საფოსტო გზავნილების რაოდენობა ქვეყანაში ძალიან მზარდია.

"საფოსტო ამანათების რაოდენობამ პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო მოიმატა. 2022 წელს გვქონდა 7 700 000-მდე ამანათი. 2023 წელს ეს მონაცემი გაიზარდა 11 300 000-მდე. 2024 წლის ბოლოსთვის ამანათების რაოდენობით, სავარაუდოდ, 14 მლნ-ს გადავაჭარბებთ.  ჩვენ ვცდილობთ, რომ მუშაობა მარტივი იყოს როგორც მიმღებისთვის, ასევე საფოსტო გადამზიდავისთვის. დეკლარაციის შევსება შესაძლებელია საფოსტო გადამზიდავის ვებგვერდებზე, სადაც მიმღებმა სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს კომპანიას", - აღნიშნა ვლადიმერ სამხარაძემ.

გადაცემები

გამოგვყევით