logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ლუდი "ნატახტარის" და ფესტივალი Art-გენის მრავალწლიანი მეგობრობა გრძელდება

ლუდი "ნატახტარის" და ფესტივალი Art-გენის მრავალწლიანი მეგობრობა გრძელდება

1721308456

ფესტივალი Art-გენი 2024-ის თბილისის ტური 19 ივლისს,  თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ბენდი „ჩვენებურების“ კონცერტით  გაიხსნება. ლუდი „ნატახტარი“ ტრადიციულად, ფესტივალის მხარდამჭერია. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ლუდი „ნატახტარი“ უმასპინძლებს, რაც ერთად ყოფნის წუთებს უფრო სასიამოვნოს გახდის. ფესტივალის პროგრამის სიახლეებთან დაკავშირებით შეხვედრა საორგანიზაციო ჯგუფმა საგურამოში, „საგურამო სთეიჯის“ ეზოში გამართა.

„ლუდის „ნატახტარი, რა თქმა უნდა, აგრძელებს ქართული კულტურის მხარდაჭერას. Art-გენი , რომ განსაკუთრებული ფესტივალია და უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ქართული ტრადიციული და თანამედროვე კულტურის პოპულარიზაციაში, ამაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ. მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. მიხარია, რომ Art-გენის და ლუდი „ნატახტარის“ მრავალწლიანი მეგობრობა კვლავ გრძელდება და წელსაც ვუმასპინძლებთ ნამდვილი ქართული ლუდით ნამდვილ ქართულ ფესტივალზე მოსულ სტუმრებს. შეკრების დროა 21-ე არტგენზე!  - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთი ჟვანია.

წელს, ფესტივალი Art-გენი მაყურებელს რამდენიმე სიახლეს ჰპირდება და ქართველი შემსრულებლების გარდა ოთხი ქვეყნის, მათ შორის,  ჩეხეთის, სამხრეთ კორეის, პოლონეთის და ისრაელის მუსიკოსებს უმასპინძლებს. გამორჩეულია ჩეხი მუსიკოსების  ანსამბლი ქართული სახელწოდებით "ჰაერი", რომელიც ჩეხურ ფოლკლორთან ერთად ქართულ სიმღერებსაც წარმოადგენს.

ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში 19, 20, 21 და 26, 27, 28 ივლისს გაიმართება.

19 ივლისს,  თბილისის ტურს ბენდი  „ჩვენებურები“  გახსნიან. პირველი დღე Art-გენის დებიუტანტის თემურიკო დიასამიძე და მეგობრების კონცერტით დასრულდება.  20 ივლისს,  სცენა GAGA FRANI- დაეთმობა.  21 ივლისს, ფესტივალის მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე  და „ინსაითი“  წარსდგება.  26 ივლისს, ფესტივალი REGGAEON-ის კონცერტით გაგრძელდება.

27 ივლისს,  კონცერტს  სუხიშვილები  გამართავენ. 28 ივლისს, Art-გენი 2024-ის თბილისის ტური  „33“- კონცერტით დაიხურება.

დასკვნით კონცერტებმდე დღის განმავლობაში მოეწყობა ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები. მნიშვნელოვანია, რომ წელს ფესტივალმა სტარტი რეგიონული ტურნეთი ზესტაფონის რაიონში აიღო, სადაც ადგილობრივ ფოლკლორთან ერთად "ჩვენებურების", GAGA FRANI-ის და REGGAEON-ის კონცერტი მოეწყო.

ფესტივალის რეგიონული ტურნე 3 აგვისტოს, დმანისის რაიონში პანტიანის ტბაზე REGGAEON-ის და SHEREKILEBI-ს კონცერტით  დასრულდება.

ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში, Art-გენმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი ნიმუშები. ამასთან, ფესტივალმა ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებასა და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ.  ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, „Art-გენიყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ლოკაციის ადგილებს.

 

 

გამოგვყევით