logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ნოვა" გაფართოებას ფრენჩაიზის მოდელით გააგრძელებს

"ნოვა" გაფართოებას ფრენჩაიზის მოდელით გააგრძელებს. როგორც სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვას“ დირექტორმა ედიშერ ხიმშიაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ამ ტიპის ახალი ფილიალი ზესტაფონში 2026 წლის დასაწყისში გაიხსნება.

მისივე ინფორმაციით, ერთი ფრენჩაიზ ფილიალის დამატებას „ნოვას“ მხრიდან დაახლოებით, 1 მილიონი ლარის ინვესტიცია სჭირდება.

"ამ ეტაპზე 8 საკუთარი და 2 ფრენჩაიზის მოდელი ფილიალი გვაქვს. ეს ძალიან კარგი მიმართულებაა, როდესაც სხვადასხვა ქალაქში პარტნიორებს "ნოვას" სტანდარტის მაღაზიების შექმნას ვთავაზობთ. შესაბამისად, ამ მიმართულების გაფართოება ვგეგმავთ. მაღაზიების დასახელება იქნება "ნოვა პარტნიორი", თუმცა მათი ოპერირება მათივე კომპანიით ხდება, უბრალოდ ჩვენ მათ ვაწვდით პროდუქტს და ვუზიარებთ მარკეტინგულ გამოცდილებას. აღნიშნულ მაღაზიაში შესაძლებელია იყოს სხვა ბრენდისა და კომპანიის პროდუქციაც, თუმცა გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს და სტანდარტებში ჯდებოდეს. ამჟამად, ახალციხესა და ჭიათურაში გვაქვს აღნიშნული მოდელის მაღაზია", - აცხადებს ედიშერ ხიმშიაშვილი.

როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, "ნოვას" გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობის თვალსაზრისით დაახლოებით, 7-8%-ით გაიზარდა. 

მისივე თქმით, კომპანიისთვის წარმოების ნაწილი მუდმივად ყურადღების ცენტრშია და ამ მიმართულებით "ნოვა" ინვესტიციებს აქტიურად ახორციელებს.

ცნობისთვის, "ნოვას" 8 საკუთარი ფილიალი და 2 ფრენჩაიზი აქვს. სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია - „ნოვა“ საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა:  NIPPON PAINT-ის ჯგუფი - BETEK, FAWORI;  SAINT GOBAIN-ის ჯგუფი - IZOCAM, RIGIPS;  INGCO; BIEN.

გამოგვყევით