ინოვაციური კონცეფციის სივრცეს - „პეტიტ ბაზარს“, რომელიც საბავშვო მაღაზიასა და შემოქმედებით-შემეცნებით წრეებს აერთიანებს, სულ უფრო მეტი მომხმარებელი სტუმრობს. როგორც „პეტიტ ბაზრის“ მენეჯერი სალომე ჩიგოგიძე აცხადებს, ქართველი მეწარმის ეკო-მეგობრულ პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია.
„მოთხოვნა ძალიან დიდია. ჩვენს მაღაზიაში ქართველი მომხმარებლების გარდა, ასევე დადიან საქართველოში მცხოვრები უცხოელი მომხმარებლები და დიპლომატები, რომლებიც ძალიან აფასებენ ქართულ პროდუქციას. ასევე, ახლა ჩვენ ვართ თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტები კატეგორიაში - „სოციალური პსუხისმგებლობა“, რაც ძალიან გვახარებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზრდება მომხმარებელთა რიცხვი და ინტერესი ჩვენი მაღაზიის მიმართ,“ - ამბობს სალომე ჩიგოგიძე.
„პეტიტ ბაზარი“ კრაფტერების კლუბსაც მოიცავს, სადაც ბავშვები თექაზე მუშაობას, ქსოვას და პაპიე მაშეს მეთოდით ქაღალდისა და ქსოვილებისგან სხვადასხვა ფიგურების დამზადებას სწავლობენ. ვორქშოფების ხელმძღვანელის ლანა გაბრიჩიძის თქმით, პატარა კრაფტერების რიცხვი მზარდია.
„ინტერესი მზარდია, იზრდება ბავსვების რაოდენობა და ჩვენ იძულებული ვხდებით ასაკობრივი ჯგუფები ჩავშალოთ. ძირითადი ჩვენი წყარო ისევ ბავშვები არიან, ვინაიდნ ისინი თავად უჩენენ ინტერესს თავიანთ მეგობრებს, თანატოლებს,“ - ამბობს ლანა გაბრიძიძე.
ცნობისთვის, პეტიტ ბაზარი დღეს, ერთ სივრცეში, უკვე 150-ზე მეტი ქართველი მეწარმის პროდუქციას აერთიანებს - ავეჯით, დეკორითა და სათამაშოებით დაწყებული, აქსესუარებითა და წიგნებით დამთავრებული.