logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

პირველად ისტორიაში, ქართული ეროვნული სამოსი Amazon-ზე იყიდება - "ფაფანაკი"

პირველად ისტორიაში, ქართული ეროვნული სამოსი უმსხვილეს, ამერიკულ სავაჭრო პლატფორმა Amazon-ზე იყიდება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ნინო ჭყონიამ - ბრენდ „ფაფანაკის“ დამფუძნებელმა განუცხადა.

მისი თქმით, „ფაფანაკმა“ საკუთარი ნაწარმის აღნიშნულ პლატფორმაზე განსათავსებლად დიდი გზა გაიარა.

„Amazon-ი, დაახლოებით, 6 თვის განმავლობაში ამოწმებდა ჩვენს პროდუქციას როგორც ქსოვილების კუთხით, ისე შესრულების დონეს. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი წარმატებით დასრულდა და „ფაფანაკის“ ეროვნული სამოსის შეძენა უკვე შესაძლებელია Amazon-ზე“, - აღნიშნა ნინო ჭყონიამ.

მისივე თქმით, ქართული ეროვნული სამოსის Amazon-ზე განთავსებას, საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა მოჰყვა.

„განსაკუთრებით აქტიური ამ კუთხით აშშ-ს და იაპონიის ბაზარია, სადაც ქართული ეროვნული სამოსის მიმართ მაღალი ინტერესი და მოთხოვნაა“, - აღნიშნა „ფაფანაკის“ დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, რეალიზაციის მაჩვენებლები სტაბილურად მზარდია ადგილობრივ ბაზარზეც, სადაც ძირითად მოთხოვნას ქართული ნაციონალური ცეკვის ანსამბლები ქმნიან.

ცნობისთვის, „ფაფანაკი“ ქართულ ბაზარზე 10 წელზე მეტია ოპერირებს და ქართულ ეროვნულ კოსტიუმებს, ასევე აქსესუარებს ქმნის. ბრენდს ძველი კულტურული შტრიხები თანამედროვე სამოსში გადმოაქვს.

გამოგვყევით