logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

საუკეთესო ქართული წითელი ღვინო - გლეხური "საფერავი ქვევრი" 2022 მუნდუს ვინის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოს Best of Show Georgia Red-ის მფლობელია

საუკეთესო ქართული წითელი ღვინო - გლეხური "საფერავი ქვევრი" 2022 მუნდუს ვინის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოს Best of Show Georgia Red-ის მფლობელია

1741936911

მეღვინეობა „თელიანი ველი“ გერმანიაში გამართული საერთაშორისო კონკურსის  „მუნდუს ვინის“ რჩეულია. 2025 წლის კონკურსზე გლეხური „საფერავი ქვევრი“ 2022 საუკეთესო ქართულ წითელ ღვინოდ დასახელდა და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოს Best of Show Georgia red-ის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ კონკურსზე ოქროს ჯილდო გადაეცა თელიანი ველის 2024 წლის მოსავლის ღვინოს „მანავი“, რომელიც ღვინის მოყვარულებისთვის მთელ საქართველოში ქსელურ მარკეტებში, რესტორნებსა და ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებშია ხელმისაწვდომი.

მეღვინეობამ წლევანდელ კონკურსზე სულ 8 ოქროსა და 4 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ოქროს მედალოსანი ღვინოებია: Winery 97 კახური #8 2022,  გლეხური ხიხვი ქვევრი 2019, გლეხური ხიხვი ქვევრი 2020, გლეხური კისისხევის საფერავი ქვევრი 2022, თელიანი ველი მანავი 2024,  8K Ancient Red 2024, Winery 97 ქინძმარაული 2024.

ვერცხლის მედალი კი, შემდეგ ღვინოებს გადაეცათ: თელიანი ველი ტვიში 2024, გლეხური საიუბილეო ოცხანური საფერე ქვევრი 2020, გლეხური საიუბილეო Saperavi Selection 2020, გლეხური ქისი ქვევრი 2020. 

„თელიანი ველი“ უკვე მეოთხე წელია უმაღლესი ჯილდოს - Best of show Georgia-ს მფლობელია. მეღვინეობას ეს ჯილდო 2022 წელს თეთრი, ხოლო 2023, 2024-სა და 2025 წლებში წითელი ღვინის კატეგორიაში გადაეცა.

„მუნდუს ვინი“ პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსია სადაც ღვინის ექსპერტები და პროფესიონალები, მსოფლიოს მეღვინეობის რეგიონებიდან წარმოდგენილ ღვინოებს ბრმა დეგუსტაციით აფასებენ და აჯილდოებენ. „მუნდუს ვინის“ მიერ მინიჭებული ჯილდო ხარისხისა და სანდოობის გარანტია, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გერმანელი მომხმარებლისთვის.

 

გამოგვყევით